Sunday, January 10, 2016

სიყვარული 99 ფრანკად

                           სიყვარული  99 ფრანკად                                   

                                                                           ფილტვები არასოდეს მტკენია. L
ბავშვობისას ფთიზიატერია რომ მესწავლა,   მეცოდინებოდა , რომ სულ ტყუილად მიხაროდა , ფილტვების ხუთვას რომ არასოდეს შევუწუხებივარ. ალბათ ისეთი ექიმიც იქნება სადმე, რომელიც ფილტვების აუტკივებლობისგანაც განკურნავს ადამიანს.

ფთიზიტური აღზრდის პედაგოგი საბავშვო ბაღიდან უნდა ყავდეს ბავშვს. რომ მერე გაარჩიო რატომ გეწურება ფილტვები.... გაარჩიო ფილტვების ტკივილი ფილტვების ანთების ბრალია თუ სიყვარულმა დაგაავადა. რომ სიყვარულის ავადმყოფობა გულს არ დააბრალო და ფილტვების ნაცვლად გულს არ უმკურნალო.
მეც თქვენსავით მეგონა რომ სიყვარული გულს ტკენდა ადამიანს, გულს ან კუჭს (ტყუილად კი არ მეგონა ნათქვამი სიყვარულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო), კუჭი და გული ერთი მთლიანობა მეგონა, არადა თურმე სულ ტყუილად. გული არაფერ შუაში არააო, თურმე სიყვარული ფილტვების ხუთვას იწვევს... ფილტვების ტკივილს... და ტუბერკულიოზსაც კი.... მომხრე ვარ ფთიზიატერია სკოლებში სავალდებულო საგნად შემოიღონ. ეს ტუბერკულიოზის გახშირებულ შემთხვევებსაც შეამცირებს და უიღბლო შეყვარებულების თვითმკველობათა რიცხვსსაც. 

“სიყვარულს გულთან არაფერი  ესაქმება. გული მხოლოდ და მხოლოდ ერთი საზიზღარი ორგანოა, სისხლის ამოსაქაჩი შლანგი და მეტი არაფერი. სიყვარული, პირველ რიგში ფილტვებს ემტერება. ამიტომ, გული  მტკივა სიყვარულის გამოო,- ამას კი არ უნდა ვამბობდეთ, არამედ უნდა ვთქვათ,- ფილტვები დამეხშოო. ფილტვები ადამიანის ორგანოებს შორის ყველაზე რომანტიკულია; ყველა შეყვარებული ტუბერკულიოზითაა დაავადებული. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დაავადებით გარდაიცვალნენ: ჩეხოვი,  დ.პ. ლოურენსი, ფრედერიკ შოპენი, ჯორჯ ორუელი და წმინდა ტერეზა ლიზიელი. ხოლო რაც შეეხება კამიუს, მორავიას, ბუდარს, მარია ბაშკირცევას და კატრინ მენსფილდს, განა შეძლებდნენ ზუსტად ისეთივე წიგნების დაწერას ამ ავადმყოფობის გარეშე?! სხვათა შორის არც ქალი კამელიებით გარდაცვლილა მიოკარდიუმის ინფარქტით. ეს სასჯელი მხოლოდ დეპრესიული კარიერისტებისთვისაა განკუთვნილი და არა უნუგეშო შეყვარებულებისათვის.” (ფრედერიკ ბეგბედერი “99 ფრანკი”)

“99 ფრანკი” არ არის ჰიმნი სიყვარულზე, მაგრამ სიყვარული მაინც იჭყიტება ყოველი ფურცლიდან, თუნდაც იმ გოიმური ბრენდების იქით, რომლის სიყვარულის გამოც , არა მარტო ოქტავი, არამედ თანამედროვე ადამიანების 99.99 % უარს ამბობს საკუთარ თავზე და საკუთარ ცხოვრებაზე. ოქტავის არცთუ თავაზიანი ლექსიკაც სიყვარულის ან|და სიყვარულის ნაკლებობის ბრალია.
არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ მე საშინლად მომეწონა  “99 ფრანკი” , ამ ეპოქაში სწორედ ასეთი წიგნი უნდა დაწერილიყო (ჩვენ ხომ 21 საუკუნეს და თანამედროვე ეპოქას ვაბრალებთ ჩვენს ყველა გარყვნილებას, სიხარბეს, მოუცლელობას, უსიყვარულობას.) ეს წიგნი სარკეა, სადაც თანამედროვე ადამიანი აუცილებლად დაინახავს თავის ადგილს, თავის თავს, თავის უაზრო არსებობის გაუმართლებლობას, რადგან საქმე, რომელიც სიყვარულით არ კეთდება, ვერასოდეს ვერ იქნება სასარგებლო. ვერც ბეგბედერი ვერ გაექცა სიყვარულს... სწორედ სიყვარულის შიშია ის, რის გამოც ოქტავი თავისი 2 მილიონი ევროს მიუხედავად მარტო იყო.  
“ადამიანები 30 წელს რომ გადასცილდებიან , ცდილობენ ჯავშანში გაეხვიონ . რამდენიმე გაცრუებული სასიყვარულო თავგადასავლის შემდეგ ქალები უკვე ჭკუას სწავლობენ და საფრთხეს გაურბიან: გამოიჭერენ ვინმე საიმედო, მაგრამ მაინც გამოსირებულ ბიძას და არიან წყნარად. მამაკაცებიც უარზე არიან, რომ ვინმე შეიყვარონ; ან კი რად უნდათ ზედმეტად თავს ატკივება: ბოზებს და ლოლიტებს რა დალევს ამ ქვეყანაზე?! ყველა ცდილობსს ბაკნის ქვეშ საგულდაგულოდ დაიმალოს. არც გაემტყუნებათ, არავის უნდა მუდმივად გაბითურებული და უბედური იყოს. შენ გენატრება ის დრო, როდესაც სიყვარული ტკივილს არ გაყენებდა. 16 წლის გოგოებთან დაგრიალებდი, მერე ან შენ შეეშვებოდი, ან ისინი დაგადებდნენ. ყოველგვარი ძალადობისა და გაწევ-გამოწევის გარეშე, ორ სიტყვას ისინი გეტყოდნენ, ორს შენ ეტყოდი და საქმე მოგვარებული იყო. მერე რატომღა გახდა ყველაფერი ასეთი მნიშვნელოვანი? ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ხომ პირიქით უნდა ყოფილიყო: სიყმაწვილეში ცრემლიანი დრამები, 30 წლის მერე კი სიმსუქნე (ალბათ უნდა ყოფილიყო სიმსუბუქე ქ.მ.) და ხალისობა. მაგრამ თურმე ასე არ ხდება. წლები რომ გემატება, უფრო მგრძნობიარე და სათუთი ხდები. 33 წლისა უკვე ძალიან სერიოზულად აღიქვამ ყველაფერს. “ 
                        33 წელი ხომ კარგი დროა აღდგომისთვის.

ჩათვალეთ რომ თქვენს ყველაზე იდუმალ მეზე კითხულობთ, იმ მეზე, რომლის არსებობასაც საკუთარ თავსაც არ უმხელთ, იმ სურვილებზე რომელთა გამხელაც საკუთარ თავთანაც გრცხვენიათ. შეიძლებოდა ოქტავის ადგილას თქვენც ყოფილიყავით ან სულაც აწი აღმოჩნდეთ , არც ეს არაა გამორიცხული, და საერთოდ იმ სამყაროში, სადაც ციფრები და რეკლამები ბატონობს, გამორიცხული არაფერი არაა.
ბევრი რამ მინდოდა მეთქვა, ჩემი ემოციები ამომეხეთქა.... ბოლოს დომხალი მივიღე, ასე რომ ჯობს თავად ბეგბედერისგან გაიგოთ ოქტავის ნამდვილი ამბავი.

ეს ამბავი ნამდვილად არის სიყვარულზე და|ან სიყვარულის ნაკლებობაზე. და ეს სიყვარული “99 ფრანკი” ღირს.
თუ თანამედროვე ვალუტას გადავხედავთ, ვნახავთ რომ ფრანკი დიდი ხანია მიმოქცევაში აღარაა. მაშინ გამოდის:

                   სიყვარული 99 ფრანკად ანუ უფასოდ.





                                                                                        “99 ფრანკი”

                                                                                              

                                                                             ფრედერიკ ბეგბედერი

“გიფიქრიათ ოდესმე, რომ ყველა, ვინც ქუჩაში გხვდებათ, ან ფეხით მოსიარუკე, ან ისინი, ვინც მანქანით ჩაგიქროლებთ, ყველა, აბსოლუტურად ყველა, სასიკვდილოდაა განწირული? თუნდაც აგერ ის იდიოტი Audi Quattro-ში რომ გამოჭიმულა, ანდა ის ორმოცი წლის ნევრასთენიკი,   Mini Austin-ში რომ მარიაჟობს და ისე ჩაგვიქროლა, მგონი ვერც კი შეგვამჩნია. ისინიც, ვინც ამ მრავალსართულიან სახლებში ხმაგაუმტარ კედლებს ამოფარებულან (თუმცა ხმაური მაინც შესდით), სულ ტყუილად ფიქრობენ, რომ მაგათ ვერაფერი მოერევათ. ეგენი ყველანი, ადრე თუ გვიან , ხრწნაშეპარული გვამების გროვად იქცევიან. რაც ჩვენი პლანეტა არსებობს, მასზე 80 მილიარდმა კაცმა იცხოვრა. კარგად დაიმახსოვრეთ ეს ციფრი: ჩვენ 80 მილიარდ ცხედარზე დავდივართ. ახლა ისიც გაიაზრეთ, რომ ჩვენ, ყველანი, რომლებსაც ჯერ კიდევ გვაქვს დრო, წარმოვადგენთ მომავალი გვამების გროვას, ხორცის აყროლებულ მასას. სიცოცხლე ერთი დიდი გენოციდია.”

“ყოველი ადამიანის სულში მთვლემალე სასიყვარულო სევდაა ჩაგუბებული. გული, რომელიც სიყვარულს არ უტკენია, გული არ არის. ფილტვები ტუბერკულიოზს ელოდებიან, რათა საკუთარი არსებობა შეიგრძნონ. მე ვარ თქვენი ფთიზიკური აღზრდის მასწავლებელი. თითოეული ჩვენგანი ლამაზ ყვავილს უნდა ელოლიავებოდეს გულის სიღრმეში. ... მიყვარდა მძინარეს რომ გიყურებდი მაშინაც კი, როცა შინ ვბრუნდებოდი  გვიან, ნალოთავები, შენ კი თავს იმძინარებდი. ჩამოგიჯდეოდი საწოლზე და შენს წამწამებს ვითვლიდი, ხანდახან მეჩვენებოდა, რომ იღიმებოდი. შეყვარებული მამაკაცი ის არის, რომელსაც უყვარს ჩაძინებული ქალის ყურება და კიდევ იმ ქალის ყურება, რომელიც ათავებს. ... რატომ ხდება ისე, რომ როცა შორდები, მაშინ ხვდები, როგორ გიყვარს? ნუთუ ვერ ხვდებოდი, რომ მხოლოდ ერთი რამ მინდოდა შენგან: ცოტა ტკივილი მოგეყენებინა ჩემთვის, სულ ცოტა ფილტვების ტკივილი.”

“ყოვლადწმიდის დღეს სასაფლაოზე მივდივართ მიცვალებულთათვის პატივის მისაგებად; ჰელოუინზე კი პირიქით, მკვდრები აქეთ მოდიან ჩვენს მოსაკითხად. მე თუ მკითხავთ, ძალიანაც პრაქტიკულია - სასაფაოზე წასვლა აღარ გვჭირდება. ყველაფერი აქვეა, ერთი ხელის გაწვდენაზე... მიცვალებულები გამოძახებით: სიკვდილი ემსგავსება ფოსტალიონს, რომელსაც საშობაო კალენდრები დააქვს კარდაკარ.”

“მოკვდე- ეს ნიშნავს , გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი”.
“გმადლობ სიკვდილო”.
“გაუშინაურდი სიკვდილს: მოიკალი თავი! თვითმკვლელობა გაძლევს საშუალებას, შეწყვიტო სიცოცხლე და მასთან ერთად ბოლო მოუღო ყველა პრობლემას”.
“წერტილი დაუსვი ნერვიულობას: სიკვდილი სიცოცხლის შედეგია.”
“სიკვდილი მოდაშია”.
“არავითარი სიცოცხლე, მთავარია სამარე”.
“სიცოცხლე? შეეშვი, დაუტოვე მეგობრებს”.

“მანქანა რომ გაფუჭდება, კარგი ხელოსანი უნდა გამოძებნო; სახლი თუ გინდა ააშენო, სასურველია ცნობილ არქიტექტორს მიმართო. ავად რომ გახდები, შენთვის უკეთესი იქნება, თუ გამოცდილ ექიმს მიაკითხავ. მაშ, ფიზიკური სიყვარული რატომ უნდა იყოს ცხოვრების ერთადერთი სფერო, სადაც სპეციალისტებთან მისვლა არ არის საჭირო? ჩვენ ყველანი მეძავები ვართ. ადამიანების 95% ნებისმიერ შემხვედრს ლოგინში ჩაუგორდება სულ რაღაც 1500 ევროდ. მინეტს კი ამის ნახევარ ფასადაც გაგიკეთებენ. თავიდან ქალმა შეიძლება ისე დაიჭიროს თავი, რომ ვითომ გაბრაზდა, ვითომ იუკადრისა, ალბათ არც დაქალებთან დასცდება ამაზე სიტყვა, მაგრამ 1000 ევროდ რასაც გინდა იმას გააკეთებინებ. შეიძლება უფრო იაფადაც გამოხვიდე. ვისაც მოისურვებ, იმას გაჟიმავ, უბრალოდ, ტარიფის ამბავია რა; თქვენ, მაგალითად, მილიონად მინეტს არ იკისრებდით? ათ მილიონად? ასად? ნაღდად ვიცი უარს არ იტყოდით. ანდა რატომ უნდა გეთქვათ უარი, გიჟი ხომ არ ხართ! უმრავლეს შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული ფარისევლურ- ამბიციური გრძნობაა: ლამაზ ნაშებს უყვარდებათ (თვითონ ასე გონიათ, რომ გულწრფელად)  სრულიად შემთხვევით, მაყუთიანი ბიძები, რომლებსაც შეუძლიათ მათ მდიდრული ცხოვრება მოუწყონ. მაშ, რითი განსხვავდებიან ისინი ბოზებისგან? რა თქმა უნდა, არაფრით.”

“შენ მოყირჭებულ ცინიკოსს თამაშობ, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ცინიზმის გამო კი არ დადიხარ მეძავებთან, არა, პირიქით, იქ იმიტომ მიდიხარ, რომ სიყვარულის გეშინა. ეს გოგოებიყოველგვარი გრძნობის გარეშე წვებიან შენთან; სიამოვნებას ისე განიჭებენ, რომ სულიერ ტკივილს არ გაყენებენ. “ჭეშმარიტება - ეს სიცრუის მომენტია” , - წერდა გი დებორი, მანამდე ჰეგელმაც იგივე თქვა. უნდა დაუჯერო, ისინი შენზე ჭკვიანები იყვნენ. ეს გამონათქვამი ზუსტად აღწერს ბორდელებში არსებულ ატმოსფეროს. მეძავებთან სიცრუე ჭეშმარიტების მომენტია. მათთან შენ ხარ შენ. ასე ვთქვათ ნორმალურ ქალთან ყოფნისას კი, თავს ძალა უნდა დაატანო, ცოტა არ იყოს, უნდა შეიზღუდო, თავი უნდა მოაწონო, უნდა ეცადო იმაზე უკეთესი გამოჩნდე, ვიდრე სინამდვილეში ხარ. ერთი სიტყვით, უნდა მოიტყუო. აი, აქ უკვე კაცი გამოდის მეძავი. მაშინ როდესაც ბორდელში კაცს სულ კიდია, როგორც უნდა ისე იქცევა, არ ცდილობს იმაზე უკათესად გამოიყურებოდეს ვიდრე რეალურ ცხოვრებაშია, არ იპრანჭება. კაცისთვის ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ის არის ის, რაც სინამდვილეში: ნაღდი, სუსტი, კაცური და ფაქიზი. ცუდი არ იქნებოდა დამეწერა რომანი, რომლის სათაური იქნებოდა: “სიყვარული ღირს 500 ევრო”.
“ბოზები ძვირი გიჯდება, მაგრამ იხდი, იმიტომ რომ საკუთარი თავი დაზოგო. საკმაოდ სათუთი ხარ იმისათვის, რომ კიდევ გარისკო და ვინმე შეიყვარო. თანაც მარტო სიყვარული ხომ არ არის, ათასი რამ მოჰყვება: აჩქარებული გულისცემა, ძლიერი ემოციები, უეცარი იმედგაცრუება, ტრაგიკული ქვითინი და ღრიალი. შენი რომანტიკულობა ახლა მხოლოდ ფარვანებში სიარულით გამოიხატება. მხოლოდ ჭეშმარიტად მგრძნობიარე ადამიანებმა უნდა  იხადონ ფული, რათა თავიდან აიცილონ ტანჯვა.”



“რატომ ხდება, რომ ქალი გიყვარდება, ერთად თავს მშვენივრად გრძნობთ და მერე უცებ ეს ქალი გადაწყვეტს, ვნებიანი შეყვარებულიდან შენც და საკუთარი თავიც ბავშვების აღმზრდელებად აქციოს? ნუთუ ასეთი აუცილებელია ჩვენ შორის ქვეშაფსია და აღნავლებული ღლაპების  ჯგრო იყოს, რომლებიც დღედაღამ ფეხებში გებლანდებიან და განმარტოების საშუალებას არ გაძლევენ? ნუთუ ასეთი ცუდია ორი ადამიანის ერთად ყოფნა ყოველგვარი ბავშვების და მოწმეების გარეშე?”


“ 5 მილიარდი წლით ადრე არაფერი იყო; 5 მილიარდი წლის შემდეგ ისევ არაფერი იქნება. ადამიანი მხოლოდ შემთხვევითობაა პლანეტათაშორის უდაბნოში. იმისათვის რომ არ მოკვდე, არ უნდა იცოცხლო, კონტაქტი უნდა შეწყვიტო...”


                                                                                                            “99 ფრანკი”
                                                                                                 ფრედერიკ ბეგბედერი